საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი" 25 მარტს (17:00) გიწვევთ ახალი წიგნების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში. მის: აღმაშენებლის გამზ. 40
განხორციელდა უნივერსიტეტის რექტორის, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის და მიხეილ თუმანიშვილის ფონდის დამაარსებელის, ხელმძღვანელის, მწერალისა და მთარგმნელის _ მანანა ანთაძე-ციციშვილის ერთობლივი იდეა: გამოიცეს პიესები, რომლებიც კონკრეტულად, ამა თუ იმ რეჟისორის სურვილით ქართულად ითარგმნა და განხორციელდა. ეს არის სპექტაკლებიდან ფოტოსურათებით გაფორმებული პატარ-პატარა წიგნების სერია, რომელშიც, ტექსტის გარდა, შემოქმედებითი დასის წევრების _ მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ ჩამონათვალი შევა.
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, ეძღვნება სერიის პირველი ოთხი წიგნის გამოცემა. ეს გახლავთ მანანა ანთაძის თარგმანები: გიორგი მარგველაშვილისთვის მ. ჩეხოვის `ალუბლის ბაღი~ (დაიდგა თუმანიშვილის თეატრში 2006 წ.); მოლიერის `დონ ჟუანი~ მ. თუმანიშვილისთვის (დაიდგა კინომსახიობთა თეატრში 1981 წ.): დ. დოიაშვილისთვის შექსპირის „მაკბეთი" და ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი" (ორივე პიესა მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგა 2009, 2011 წლებში).
დაგეგმილია სერიის გაგრძელება, ქართულ თეატრში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე, ცნობილი რეჟისორების დაკვეთით თარგმნილი პიესების გამოცემა. გამომცემლობა კენტავრის დირექტორის, მაკა ვასაძის განცხადებით: ეს წიგნები დახმარებას გაუწევს სტუდენტებს სასურველი პროფესიის დაუფლებაში. ვიმედოვნებთ, სერია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანებში, არამედ ფართო მკითხველშიც.
პრეზენტაცია გაიმართება უნივერსიტეტის II კოსპუსში.
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. #40