დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ განცხადება გაავრცელა მისი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავების შემდეგ, რომელშიც მხარს უჭერს გამოძიებას და იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
მეფემ განაცხადა, რომ ენდრიუს დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია „შეშფოთებით“ მიიღო და სამართლიანი სასამართლო პროცესის იმედი გამოთქვა.
„ახლა იწყება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც ეს საკითხი სათანადოდ იქნება გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ. ამაში, როგორც ადრე ვთქვი, მათ ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ექნებათ. ნება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა მეფემ.
ამასთან, ბრიტანეთის მეფემ განაცხადა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ენდრიუს საქმეზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.