აფხაზურმა ე.წ. პარლამენტმა ე.წ. დეპუტატის ნოდიკ კვიწინიას, რომლის სახელსაც აფხაზეთში მოღვაწე ცნობილი რუსი ბიზნესმენის სეიგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას მკვლელკობას უკავშირებენ ხელშეუხებლობა არ მოუხსნა. აფხაზ „დეპუტატებს" კვიწინისათვის ხელშეუხელბლობის მოხსნის თხოვნით ე.წ....
შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი პალესტინელი ლიდერის იასირ არაფატის ექსჰუმაციის შედეგად აღებულ ნარჩენებში პოლონიუმის მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოაჩინეს. თუმცა ამავე დროს მათ განაცხადეს, რომ დაზუსტებით ვერ იტყვიან, რომ სწორედ ოლონიუმი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი 2004 წელს. ...
მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასსა და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობდა. "არავითარი უთანხმოება არ არსებობს ჩემსა და არჩილს შორის, ასე რომ არ ვიცი,"- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურ...
მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი შს მინისტრის კანდიდატურის თაობაზე განცხადება გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი მთავარი პოლიცილელი მას უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა მის ვინაობას მოგვიანებით დაასახელებს. "ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ...
მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე დაინიშნება. ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძე ძალიან კარგი მთავარი პროკურორი იქნება, რომელსაც...
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ისრაელის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ისრაელში ვიზიტი შეაჯამეს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „ისარელთან თანამშრომლობა და მისი გამოცდილების გაზიარება ...
„საქსტატის" ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა გიორგი მარგველაშვილს მოუწევს. ზაზა ჭელიძე, რომელიც „საქსტატს" თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა და ამიერიდან მუშაობას სხვა სამსახურში გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ „საქსტატის" აღმასრულებელ დ...
საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ. როგორც ღარიბაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ ჟურ...
13 ნოემბერს, 20:00 საათზე გიტარისტი ტიბო კოვენი თბილისის ეროვნული კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს. ტიბო კოვენი დღევანდელ დღეს ნამდვილად ყველაზე ნიჭიერი, ქარიზმატული და მოთხოვნადი გიტარისტია. მას იწვევენ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრებში და გიტარით ხელში მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. ნი...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ჩაუტარდება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მიმდინარეობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაცია-ნიშანდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ასევე აგრძელებენ ჯი...
თბილისს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. თამარაშვილის 10 ნომერში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, 3 800 კვ.მ ფართობზე ბავშვებისთვის ბუნებრივსაფარიანი სათამაშო მოედანი გაკეთდა, სრულად განახლდა სკვერში არსებული ხელოვნური წყალსაცავი, დამონტჟდა მოსასვენებელი სკამ...
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი არჩილ კბილაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერაბიშვილის თქმით, კბილაშვილმა პროკურატურა აქცია ივანიშვილის პირადი შურისძიების ინსტრუმენტად, რადგან უკანასკნე...
ქალაქ პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან. მაია ფანჯიკიძემ მიულოცა ირინა ბოკოვას UNESCO-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის მეორე ვადით წარდგენა და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას საქართ...
ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე, საერთაშორისო მოძრაობა ხალხთა უფლებების დაცვის კოორდინატორი ბესლან კობახია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ვოლსკიმ განაცხდა, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო - არ არსე...
საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი ვასილ ლომსაძის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავზობთ: ,,საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი დაინტერესდა მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ...