დონეცკელი სეპარატისტები ქალაქის აეროპორტში დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა რაოდენობას ასახელებენ. მათი მტკიცებით, დონეცკის აეროპორტში მიმდინარე შეტაკებებს ჯამში 597 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. სეპარატისტებმა ტყვედ 44 ჯარისკაცი აიყვანეს, რამდენიმე სამხედრო კი განადგურებული ახალი ტერმინალის ნანგრევებშია მოყოლილი. როგორც დონეცკის დეფაქტო ლიდერებული ირწმუნებიან, დაღუპულთა შორის უცხოეთის რამდენიმე მოქალაქეცაა.
მასალის გამოყენების პირობები