არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ გადაწყვიტა ისწავლოს, თუ როგორც გამოიწვიოს წვიმა. აღნიშნული კვლევის ჩატარებისათვის კი 5 მლნ დოლარი გამოყო.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინიციატივა ნალექების გაზრდისათვის არის მიმართული, რითაც ქვეყანა სასმელი წლის პრობლემის მოგვარებას შეძლებს.
ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყოველთვის ახალი ტექნოლოგიების ძიებაშია, რათა წყალი შეინახოს.
თუ კი არაბეთის გაერთიანებული საემიროები ნალექების ზრდას შეძლებს, მაშინ ქვეყანაში სასმელი წყლის პრობლემაც აღმოფხვრება.