პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ვახტან ყოლბაიასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელს დიმიტრი სანაკოევს პირისპირ შეხვდება.
მხარეები შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებაზე ისაუბრებენ.
„ვილაპარაკებთ ალბათ, იმ თემაზე რომელიც ყველაზე პრობლემატურია - ნდობის აღდგენის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. ამიტომ, ეს არ არის ის შეხვედრა, როცა ჩვენ შეკითხვებს დავსვამთ და პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ. პირიქით, პრეზიდენტი მოითხოვს ალბათ ინფორმაციას, ჩვენს ხედვებს და ჩვენ, აფხაზეთის მთავრობის მხრიდან, მზად ვართ ჩვენი ხედვების შესახებ ვილაპარაკოთ," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაიგეგმა და 12:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები