„ფიფამ" სამი მსხვილი სპონსორი დაკარგა. ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ასოციაციასთან კონტრაქტი Castrol-მა, Continental-მა და Johnson&Johnson-მა გაწყვიტა. მანამდე კი „ფიფასთან" თანამშრომლობაზე უარი Sony-მ და Emirates-მა თქვეს. კომპანიების მიერ „ფიფასთვის" გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად 400 მილიონ დოლარს შეადგენდა. კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზს კომპანიები არ ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები