იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები ყველა იმ პირისათვის, მათ შორის გამომძიებლების და პროკურატურის წარომადგენლებისათვის ითხოვენ უფლებამოსილების შეჩერებას, ვისაც 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებასთან რაიმე სახის კავშირი შესაძლოა ქონოდა.როგორც ადვოკატები აცახდებენ სხვა შემთხვევაში საქმის დროული და ობიექტური გამოძიება შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია იქნება იურის მიდგომა და რჩევა გაითვალისწინონ და მოხდეს დროებით, იმ ადამიანების ჩამოცილება, თუნდაც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან 2006 წლის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან იმიტომ, რომ ცალსახაა ის, რომ დამნაშავე ადამიანები სისხლში ამოსვრილი ხელებით არასდროს არ გამოიძიებენ საქმეს," - განაცხადა ვაზაგასვილის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.