ავიაკომპანია Alitalia-ს ახალმა დირექტორთა საბჭომ ავიაგადამზიდავის რეფორმირებისა და რებრენდინგის გეგმა დაამტკიცა. თუმცა მანამდე ავიაკომპანიის ახალმა მფლობელმა, არაბულმა Etihad Airways-მა Alitalia-ს კაპიტალი გაზარდა, რადგანაც კომპანია გაკოტრების პირას იყო.
რეფორმირების ფარგლებში შეიცვლება როგორც პერსონალის ფორმა, ასევე სერვისის ხარისხიც. თუმც კომპანიის სახელი უცვლელი დარჩება. სამომავლოდ Alitalia ახალი რეისების დამატებას და ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ იტალიის უმსხვილესმა ავიაგადამზიდავმა Alitalia -მ ახალი ინვესტორები მოიზიდა. არაბეთის ავიაგიგანტრმა - Etihad Airways -მა ვალდებულება აიღო, რომ იტალიური კომპანიის აქციათა 49 %-ის სანაცვლოდ 560 მლნ ევროს ოდენობის ინვესტირებას მოახდინს. გარიგების თანახმად, არაბული კომპანია ვალდებულია ასევე, რომ შემდგომი 3 წლის განმავლობაში დამატებით 600 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელოს.
აღსანიშნავიამ რომ Alitalia -ს აქციონერებმა საკონტროლო პაკეტი დაიტოვეს და ისინი დღეისათვის კომპანიის აქციათა 51 %-ის მფლობელები არიან.
მასალის გამოყენების პირობები