საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებასა და ლეგენდარულ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ საქართველოში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო ფეხბურთში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების ხელშეწყობის საშუალებებს და საბავშვო ფეხბურთ...
გიგი უგულავა საქართველოს მოსახლეობას დავითობას ულოცავს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდა მეფის, რეფორმატორის, თბილისის მხსნელისა და საქართველოს გამაერთიანებლის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. მისი მეფობის დროს, ჩვენმა ქვეყანამ არაერთ წარმატებას მიაღწია და ვისურვებ, რომ მუდამ ...
საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა. პატრიარქმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაზე გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და ამ სიტყვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1949 წელს დაბადებული შალიკო ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს. სამართალდამცველ...
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერია კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს სხვადასხვა კომისიებისა და ცალკეული დეპუტატებისგან გამოითქვა მოსაზრებები თუ რა ცვლილება უნდა განიცადოს წარდგენილმა პროექტმა, იმისათვის რომ საკრებულოს უმრავლესობა...
ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები - სოჭი 2014 - დღეს საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა. 7 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით სოჭი სპორტის 15 სახეობაში 98 შეჯიბრებას უმასპინძლებს. საზეიმო ცერემონიალში, რომელიც 150 წუთს გაგრძელდა, 4700 მოხალისე მონაწილეობდა. წარმოდგენა წინ უსწრებდა ოლიმპიური ცეცხლის დანთებას და რუსეთის ისტორია...
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, ზურაბ არსენიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგიონში. ასევე, სა...
8 თებერვალს, 12:30 საათზე, ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" პრესკონფერენციას გამართავს. თემა : ,,უმაღლესი განათლების სისტემის გამოწვევები და მიმართვა საკონსტიტუციო კომისიას" მისამართი: საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი"-ის პრესკლუბი.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 11 საათზე, პროკურატურას გია გორგაძის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ, რომლებმაცსამართალდამცავებს აცნობეს, რომ არ იცოდნენ სად იმყოფებოდა გია გორგაძე, რომელსაც გათიშული ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონი და გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ იგი იყო გატაცებული ბა...
ამ წუთებში ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება სოფელ წავკისის მცხოვრები ხუთი გლეხი. მათ შორის პირველი ჯგუფის ინვალიდი მალხაზ გვარაძე. პროკურატურა იძიებს საქმეს პარლამენტარ თემურ ფეიქრიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით. მალხაზ გვარაძე და 4 ადგი...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავის მერთან, მხარის გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ რე...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე წლის 7 თებერვალს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი გვარამაძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელსაც მანამდე სსი...
10 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის "საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის" ფარგლებში მომზადებული ქართული დიალ...
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მოძრავი „ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს და მძღოლს გაჩერება მოსთხოვეს, რასაც ის არ დაემ...
გიორგი მარგველაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 96 წლის იუბილეს დაესწრება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 8 თებერვალს, 14:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ს...