აფრიკის ერთა თასის გათამაშება ეკვატორიალურ გვინეაში საორგანიზაციო ხარვეზების ფონზე ტარდება. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სასტუმროებში ადგილების უქონლობის გამო ვერ დააბინავეს, რის გამოც კონგოელებს ბინების ძებნა მოუხდათ. ამჟამად ფეხბურთელები გაუსაძლის პირობებში არიან. ნაქირავებ ბინებში მათ წყალი და ელექტროენერგია არ აქვთ. ტურნირის გამართვა მაროკოში იგეგმებოდა, თუმცა ებოლას ეპიდემიის გამო ჩემპიონატი ეკვატორიალურ გვინეაში გადაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები