თეთრ სახლში ფილმ "სელმას" ჩვენება გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ობამამ გასცა. სურათი მარტინ ლუტერ კინგის მოღვაწეობას, კერძოდ კი 1965 წლის მარტში ქალაქ სელმაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ფერადკანიანთა აქცია 50 წლის წინ პოლიციამ სასტიკად დაარბია. ეს დღე ქვეყნის ისტორიაში "სისხლიანი კვირის" სახელით შევიდა. "სელმა" წლევანდელ ოსკარზე საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო კინომუსიკის ნომინაციაშია წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები