დონბასელი სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ დონეცკის აეროპორტზე კონტროლი სრულად დაამყარეს. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, შენობაში 10-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე რჩება, რომლებიც წინააღმდეგობას უკვე აღარ წევენ და აეროპორტის ტერიტორიას სპეციალურად მათთვის გამოყოფილი დერეფნის გავლით სავარაუდოდ უახლოეს ხანებში დატოვებენ. ოფიციალური კიევი დონეცკის აეროპორტის დაკარგვის ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები