ერაყის დასავლეთით მდებარე ანბარის პროვინციის ერთ-ერთმა უმხვილესმა ტომმა ე. წ. ,,ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს, რომლებმაც ასეულობით მათი თანამოძმე სიკვიდლით დასაჯეს, ომი გამოუცხადა.
ამის შესახებ განცხადება ტელეარხ ,,ალ-არაბიას" საშუალებით ტომის მეთაურმა ალ-ბუნიმარ ნაიმ ალ-ქაუდმა გააკეთა.
,,ჩვენ ექსტრემისტებს გზა ჩავუკეტეთ და ახლა მათი დაჭერაღა დაგვრჩა." - განაცხადა მან და იქვე აღნიშნა, რომ რადიკალურ ისლამისტებზე ყველა ინფორმაციას უახლოეს დღეებში სახელმწიფოს ძალოვან უწყებებს გადასცემენ.
ალ-ბუნიმარ ნაიმ ალ-ქაუდის თქმით, ტერორისტებთან მებრძოლ ამბოხებულებს იარაღი სჭირდებათ.
ტელეარხ ,,ალ-არაბიას" ცნობით სირიასა და ერაყში მებრძოლი ისლამისტების მიერ ალ-ბუნიმარის ტომის 500-ზე მეტი წევრია მოკლული, ხოლო მათ მიერ რეგიონიდან გატაცებული ასობით ადამიანის ბედი აქამდე გაურკვეველია.
მასალის გამოყენების პირობები