რუსეთს პერსპექტივა არა აქვს დაესწროს სამრეწველო განვითარების მხრივ გამორჩეული შვიდი ქვეყნის სამიტს, რომელიც 2015 წლის ივნისში გერმანიაში, ბავარიის მხარეში გაიმართება.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაზეთ ,,Frankfurter Allgemeine Zeitung" - თან საუბარში განაცხადა.
მიზეზად მან ის ფაქტი დაასახელა, რომ ,,დიდი შვიდიანის" (ადრე ,,დიდი რვიანის") შეხვედრა ყოველთვის ფასდებოდა, როგორც ერთნაირი ღირებულებათა სისტემის მქონე ქვეყნების თანამეგობრობა, მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა ყირიმი მიითვისა და უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩაერია, მათი ღირებულებების ერთიანობა დაირღვა.
რაც შეეხება, რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს, მერკელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სანქციები ევროკავშირის თვითმიზანს არ წარმოადგენს და ის მიზეზი, რის გამოც ეს სანქციები შემოიღეს, ჯერ-ჯერობით აღმოფხვრილი არ არის.
მისი თქმით, სანქციების გაუქმების გასაღები რუსეთის ხელშია, თავად გერმანია კი რუსეთის ეკონომიკური დესტაბილიზაციით დაინტერესებული არ არის.
,,დიდი რვიანის," ახლა უკვე, ,,დიდი შვიდიანის" შეხვედრაზე რუსული მხარის არდასწრებაზე საუბარი გასული წლის მარტშიც იყო, როცა ჰააგაში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ,,დიდი რვიანის" ფორმატს არ უმიზნებს და არც დიდ უბედურებად მიაჩნია, თუ ამ სამიტზე მონაწიელობას არ მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები