წუხელ, 22 საათზე უკრაინის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში მდებარე ატომური ელექსტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდირებაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქვედანაყოფებმა მალევე მოახერხეს.
სადგურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს ენერგობლოკების მუშაობაზე არ უმოქმედია და რადიაციული ფონიც ნორმის ფარგლებშია.
,,ქალაქ იუჟნოუკრაინსკის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, საღამოს 22:03 საათზე ცეცხლი ცალკე მდებარე ელექტროტრანსფორმატორს გაუჩნდა, დახლოებით 100 კვ მეტრზე გავრცელებული ხანძარი სპეციალური სამსახურების მიერ 23:40 საათზე ლიკვიდირებული იყო.
რადიოაქტიური ნივთიერებების დონე დადგენილ ნიშნულს არ სცდება. ამჟამად ცეცხლის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს." - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.