მალაიზიის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმა ძლიერი ძლიერმოქმედი საწამლავით მოკლეს. მოწამვლის შედეგად კიმ ჩონ ნამმა პარალიჩი მიიღო, რამაც მისი სიკვდილი დააჩქარა. ექსპერტიზის დასკვნით, მკვლებებმა ნერვო-პარალიტიკური ტოქსინი ვი-იქსი გამოიყენეს. კიმ ჩონ ნამზე თავდასხმა კუალა-ლუმპურის აე...
მოსულში ქურთი რეპორტიორი ქალი დაიღუპა. 30 წლის შიფა გარდი პირდაპირ ეთერში ჩართვისას აფეთქებამ იმსხვერპლა. გარდი ერაყის ქურთულ ტელეკომპანია რუდავში მუშაობდა. ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის დასავლეთ უბნები 24 თებერვალს დაიკავეს. ქალაქის ნაწილს ამ დრომდე ისლამისტები აკონტროლებენ.
ინციდენტი ახალ ორლეანში. მარდი გრასის ტრადიციულ აღლუმზე ავტომანქანა ხალხის მასაში დიდი სიჩქარით შეიჭრა. შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი უკვე დააკავა. ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
თავდასხმა გერმანიაში. ქალაქ ჰაიდელბერგში უცნობმა მამაკაცმა ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დააჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 73 წლის მოხუცი მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. ის თავდასხმის ადგილიდან მიმალვას შეეცად...
27 თებერვალს 11:00 -16:00 სთ-მდე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული, ბავშვთა ნევროლოგები პროფესორი ნანა ტატიშვილი და თამარ ყიფიანი კონსულტაციებს ჩაატარებენ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდებათ ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) კვლე...
ძლიერი ხანძარი ჩინეთში. ცეცხლი გვიან ღამით ცზიანსის ფეშენებლურ სასტუმროს გაუჩნდა. უბედურ შემთხვევას, ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმემ კი სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ხანძარი სავარაუდოდ შნობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
გერმანია ნატოს დაფინანსებას გააძლიერებს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „გერმანიამ ალიანსის წინაშე აღებული ვალდება უნდა შეასრულოს და თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდოს,“-აღნიშნა კანცლერმა. მანამდე ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ ამერიკის პრეზიდენტმა დონ...
თურქეთში საპრეზიდენტო მმართველობის დამყარება ტერორიზმის დამარცხებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლება გამყარდება, ტერაქტები და სახელმწიფო გადატრიალებები კი ისტორიას ჩაბარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი თურქეთში 16 აპრილს ჩატა...
სამხრეთ კორეაში ანტისახელისუფლო აქციები გრძელდება. პრეზიდენტის ინაუგურაციის მე-4 წლლისთავი სეულში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობებით აღნიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა 100 ათასამდე ადამიანმა პან კინ ხეს გადადგომა მოითხოვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები სეულსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მას შემდეგ და...
ვაშინგტონმა შესაძლოა ჩდილოეთ კორეა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს. ამის შესახებ იაპონური სააგენტო კიოდო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანს ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის სტატუსი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობის გამო მიენიჭოს. კიმ ჩონ ნამი კუალა-ლუმპურის აერ...
ჯორჯ ქლუნი ცეზარის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად მივიდა. ამალ ქლუნი ვერსაჩეს თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. წყვილი წითელ ხალიჩაზე ჟურნალისტეისთვის რამდენიმე წუთს პოზირებდა. 55 წლის ქლუნიმ და 39 წლის ამალმა 2014 წელს იქორწინეს. თებერვალის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ ამალი ფეხმძ...
ჩილეში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი 2 დღის წინ ბიო-ბიოს რაიონში ტყის მასივს გაუჩნდა და ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ხანგრძლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. სტიქიის გამო ხელისუფლებამ რეგიონში საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა. ხანძარმა, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი იმსხვ...
იორდანიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ათასობით ადამიანმა ხმაურიანი მსხვლელობები ქვეყნის დედაქალაქ ამანში მოაწყო. აქციის მონაწილეებმა პროდუქტებზე ფასების მატება და გადასახადების გაზრდა გააპროტესტეს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებზე უარს ა...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენელებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვა გაუზიარა და ეროვ...
ამერიკული როკჯგუფი Aerosmith-ის კონცერტის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის ბილეთების 99% უკვე გაყიდული იყო. Google analytics-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს გარდა, აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ...