ვაშინგტონმა შესაძლოა ჩდილოეთ კორეა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს. ამის შესახებ იაპონური სააგენტო კიოდო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანს ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის სტატუსი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობის გამო მიენიჭოს. კიმ ჩონ ნამი კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. სამხრეთ კორეა თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.