იორდანიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ათასობით ადამიანმა ხმაურიანი მსხვლელობები ქვეყნის დედაქალაქ ამანში მოაწყო. აქციის მონაწილეებმა პროდუქტებზე ფასების მატება და გადასახადების გაზრდა გააპროტესტეს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებზე უარს არ იტყვის, ოპოზიცია პერმამენტული აქციებითა და გაფიცვებით იმუქრება.