ჩილეში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი 2 დღის წინ ბიო-ბიოს რაიონში ტყის მასივს გაუჩნდა და ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ხანგრძლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. სტიქიის გამო ხელისუფლებამ რეგიონში საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა. ხანძარმა, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი იმსხვერპლა. დამწვარია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სტიქიით მიყენებული ზარალი 300 მილიონ დოლარს აჭარბებს.