ჯორჯ ქლუნი ცეზარის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად მივიდა. ამალ ქლუნი ვერსაჩეს თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. წყვილი წითელ ხალიჩაზე ჟურნალისტეისთვის რამდენიმე წუთს პოზირებდა. 55 წლის ქლუნიმ და 39 წლის ამალმა 2014 წელს იქორწინეს. თებერვალის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ ამალი ფეხმძიმედაა.