თურქეთში საპრეზიდენტო მმართველობის დამყარება ტერორიზმის დამარცხებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლება გამყარდება, ტერაქტები და სახელმწიფო გადატრიალებები კი ისტორიას ჩაბარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი თურქეთში 16 აპრილს ჩატარდება.