ძლიერი ხანძარი ჩინეთში. ცეცხლი გვიან ღამით ცზიანსის ფეშენებლურ სასტუმროს გაუჩნდა. უბედურ შემთხვევას, ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმემ კი სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ხანძარი სავარაუდოდ შნობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.