თბილისში ამერიკული კულტურის ცენტრი დაფუძნდა
6 თებერვალს ამერიკული კულტურის ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განაცხადა.
ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის კულტურული კავშირების განვითარების მიზნით შეიქმნა.
მისი დამფუძნებლები არიან ზვიად ფოჩხუა, The FINANCIAL მთავარი რედაქტორი, მაიკლ ქავგილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ევგენი ჯოხიძე, მეტრონომის მთავარი რედაქტორი.
ცენტრმა დონორების მხარდაჭერა, ამერიკული ღირებულებების, კულტურის, ტრადიციების, ასევე აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული ეკონომიკური, სამხედრო დახმარების, ასევე უსაფრთხოების და დემოკრატიის განვითარების სფეროში მხარდაჭერის შესახებ, ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა გამოიყენოს.
"ამერიკული კულტურის ცენტრი, საქართველოსა და აშშ-ს შორის მზარდი თანამშრომლობის საპასუხოდ დაარსდა. ცრუ ინფორმაციების და პროპაგანდის ეპოქაში, ქართულ საზოგადოებას ამერიკული კულტურის ღირებულებების და აშშ-ს რეგიონში ინტერესების შესახებ ინფორმაციის მისარებად სანდო წყარო სჭირდებათ", განაცხადა ცენტრის თავმჯდომარემ, ზვიად ფოჩხუამ.
"აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. საქართველო რჩება აშშ-ს მეკავშირედ რეგიონში, რაც, საერთო ღირებულებებზე, ინტერესებზე და კოორდინირებულ პოლიტიკაზეა დაფუძნებული.
ცენტრის საქმიანობა განათლების და კულტურის სფეროში განამტკიცებს ორგანიზაციას და მის გავლენას ქართულ საზოგადოებაში, მიაჩნია ცენტრის თავმჯდომარეს.
"ჩემთვის, როგორც ორმაგი მოქალაქესთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე საქართველოს ინტეგრირება დასავლურ და ევრო ატლანტიკურ სივრცეში. ცენტრს შეუძლია იტამაშოს გადამწყვეტი როლი ამ პროცესში", განაცხადა ცენტრის საპატიო თავმჯდომარემ, მაიკლ ქავგილმა.
ამერიკული კულტურის ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის ბოლოს, თბილისში გაიმართება.
1992 წლიდან დღემდე, საქართველომ აშშ-სგან $4,348,400,000 ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო.
აშშ ყოველწლიურად, მნიშვნელოვან სამხედრო და სამოქალაქო დახმარებას უწევს საქართველოს.
2012 წლიდან, სამოქალაქო დახმარების მოცულობამ 64 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 140 მილიონი დოლარი, 5 წლიანი გრანტი განათლების განვითარებისთვის.
2019 წელს აშშ-ს კონგრესმა გამოყო 90 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოში სამოქალაქო პროექტების დასაფინანსებლად.
ხოლო 35 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის. დამატებით, 2 მილიონი აშშ დოლარი - საერთაშორისო სამხედრო განათლების და გადამზადების პროგრამისთვის.
თავდაცვის სფეროში დახმარება ასევე მოიცავს 35 მილიონიან ინიციატივას - "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა".