თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს - გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გენადი კუპრეიშვილის, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის და ლაშა ივანაძის პროცესი მიმდინარეობსა.
ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. მათი თქმით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.
დაცვის მხარე პროკურატურას არ დაეთახმა. უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს და მოსამართლეს გირაოს გამოყენება შესთავაზეს.
ექვსივე დაკავებულს ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის და ძალადობაში მონაწილეობის მუხლით ედებათ.
წინასასამართლო სხდომა 1 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ფოტო: პუბლიკა