✅კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს🏗
➡ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
➡ახალი საავტომობილო გზა კურორტზე ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს🔝
✅ამ ეტაპზე კურორტ „გოდერძზე“ 150 მლნ ლარის 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.
➡მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. (სამუშაოებში 8 ადგილობრივია დასაქმებული). ახალი გზის მოწყობა 15 დღეში დასრულდება. პროექტი აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 755 555 ლარით ფინანსდება.
➡ამ დროისთვის კურორტის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, პიაცა „გოდერძი“ შენდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტს 1300 განთავსების ადგილი დაემატება. კურორტზე 1000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.