სამართალდამცავებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის პარალელურად დააკავეს საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე - პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.
დაკავებულები არიან ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ სირაძე და ადვოკატი ბექა ბასილაია.