უკრაინის ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ახალი 1000-გრივნიანი ბანკნოტების დაბეჭდვა, რომელიც მიმოქცევაში 25 ოქტომბრიდან შევა. იტყობინება უკრაინული მედია.
თავდაპირველად, უკრაინის ეროვნული რეგულატორი ხუთი მილიონი ბანკნოტის დაბეჭდვას გეგმავს.
როგორც ეროვნული ბანკის პრესსამსახური აცხადებს, 1000-გრივნიანი ბანკნოტები მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას გაუადვილებს და ამავდროულოდ, მეტ დროს დაზოგავს.
მათივე განცხადებით, ახალი ნომინალის ბანკნოტები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბეჭდვის, შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
ახალ ბანკნოტზე გამოსახული იქნება უკრაინელი მეცნიერის, აკადემიკოსის ვოლოდიმირ ვერნადსკის პორტრეტი.
ვოლოდიმირ ვერნადსკი იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე.
ბანკნოტის უკანა მხარეს უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის შენობა იქნება გამოსახული.