მინდა მოგილოცოთ სრულიად საქართველოს რუსთავი 2-ის დეოკუპაცია - ასე დაიწყო პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე პირველი თავისი სიტყვა დეპუტატმა "პატრიოთა ალიანსიდან" ემზარ კვიციანმა.
"მინდა მოლოცვით დავიწყო, ერთი მოლოცვა მინდა, შეიძლება ვიღაცას უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მინდა მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს რუსთავი 2-ის დეოკუპაცია და დეოკუპაციის დასაწყისი ყოფილიყოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიის და საერთოდ ყველა ჩვენი ტერიტორია დაბრუნებულიყოს ჩვენთან", - თქვა კვიციანმა
დეპუტატმა კიდევ ერთხეულ მოუწოდა "ქართულ ოცნებას" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციის დასრულებისკენ.