2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 859.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 133.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (17.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 726.2 მლნ. აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები). „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აპრილში, 1 592.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით გაიზარდა და 739.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.