დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილეებთან ერთად, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრის მიზანი იყო ციტრუსის მოსავლის დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ პროექტში მონაწილე ფერმერს გაუფორმონ აგროდაზღვევის ხელშეკრულება. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
აგროდაზღვევის 2018 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი. სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (70%) . დაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღურებას ექვებდებარება დაზღვევის ობიექტისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია: სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხალისგან და საშემოდგომო ყინვისგან.
,,აგროდაზღვევის პოგრამაში ფერმერების მაქსლური ჩართულობა ხელს შეუწყობს რომ მათ დაიცვან თავიანთი მოსავალი მოსალოდნელი რისკებისაგან და ამასთან შეინარჩუნონ ფინანსური შემოსავლებიც’’. -განაცხადა მინისტრმა შეხვედრაზე.