დღეს 30 მარტს 13:00 საათზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გელათის აკადემიაში „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რეაბილიტაციის“ მეორე გასვლით საანგარიშო სესია გაიმართება. არქიტექტურულ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს აშშ ელჩი საქართველოში იან კელი უშუალოდ გაეცნობა. ღონისძიებას მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გელათის არქიტექტურული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია გრძელდება. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს მემკვიდრეობა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქვეყნის ერთერთ მთავარ ტაძარში აღდგენით სამუშაოებს იუნესკოს - მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო კომიტეტის - იკომოსის რეკომენდაციებით და მათთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროცესი გელათში საერთაშორისო კონვენციის სრული დაცვით მიმდინარეობს.
გელათის არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოჩენილი ასლების მიხედვით დამზადებული მოჭიქული ფერადი კრამიტით უკვე გადაიხურა მთავარი ტაძრის გუმბათი, დასავლეთ მკლავი და ტრომპები. განხორციელდა ტაძრის გუმბათის ყელის, და მკლავების საპირე ქვების და კარნიზების კონსერვაცია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩრდილოეთ მკლავის გადახურვის სამუშაოები და სპეციალური აპარატებით უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ქვის მდგრადობისა და მასზე ბუნებრივი გავლენის მონიტორინგი.
გელათის რეაბილიტაციის კომპლექსური პროექტი თავის თავში აერთიანებს ერთის მხრივ არქიტექტურის რეაბილიტაციის კომპონენტს, რომელშიც ძირითადი აქცენტი ისტორიული კრამიტით გადახურვის აღდგენას, მეორე მხრივ ტაძრის ქვის საპირე წყობის კონსერვაცია-რეაბილიტაციას, ხოლო კომპლექსის რეაბილიტაციის დამასრულებელ ეტაპად გალავნის შიდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით სამუშაოების 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
გუმბათის და მკლავების ისტორიული კრამიტით გადახურვის მიმდინარე სამუშაოები ფინანსირდება - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ; ხოლო გუმბათის და მკლავების საპირე ქვების საკონსერვაციო სამუშაოები ფინანსირდება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ამასთანავე აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა გამოყო დამატებითი თანხები ეკვდერების ქვის საკონსერვაციო სამუშაოების ჩასატარევლად. ხოლო ეკვდერების გადასურვისა, და ცოკოლის რეაბილიტაციის და გალავანის შიდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის განსახორციელებლად ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი თანხების მოძიება.
სამუშაოების შემსრულებელი: „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ (აღმასრულებელი დირექტორი მაკა დვალიშვილი), „საქართველოსმემკვიდრეობა“ (დირექტორი კახა ტრაპაიძე), სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია კონსერვაციის ცენტრი (ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი), საინჯინრო სარესტავრაციო სახელოსნო „იკორთა 2007“(დირექტორი გია ხურცილავა) და სარესტავრაციო სახელოსნო „1+1“. პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით.
ამ დროისთვის გელათის კომპლექსში აღდგენილია გელათის აკადემია, აღმოსავლეთის და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის და წმ. გიორგი ეკლესიები ასევე გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე.
გელათის რეაბილიტაციის პროექტი 2008 წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მომზადდა.
ღონისძიების პროგრამა :
13:00-14:00 - გელათის არქიტექტურულ კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება და გაცნობა
არქეოლოგ როლანდ ისაკაძის და რესტავრატორ სანდრო რუბაშვილის მონაწილეობით.
14:00 – 15:45 - სესია
15:45 -16:30 - ფურშეტი
ძეგლზე მეორე გასვლითი სესიის მიზანია ფართო საზოგადეობას წარუდგინოს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქტიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2015-2016 წლებში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში. სესიაზე მოწვეულნი არიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ქუთაისის მერიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სპეციალისტები, ადგილობრივი თემის და სხვა დაინტერესებული პირები.
სესიის პროგრამა
14:00- 14:20 - მისალმება
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, საქართველოს საპატრიარქო
ბ-ნი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ბ-ნი ზურაბ ალავიძე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მისი აღმატებულება იან კელი, აშშ ელჩი საქართველოში
ქ-ნი მერსი ტემბონი, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი.
ქ-ნი მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის მეცნიერების, განათლების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავჯდომარის მოადგილე
14:20-14:30 - გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის საკითხები, ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
14:30- 14:40 - „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რეაბილიტაციის“ პროექტის მიზნები, და მიმდინარეობის ეტაპები; მაკა დვალიშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, პროექტის ხელმძღვანელი
14:40-14:50 - არქიტექტურის რეაბილიტაციის მეთოდოლოგია და მიმდინარე სამუშაოები; კახა ტრაპაიძე, არქიტექტურის რეაბილიტაციის პროექტის სამეცნიერო ხალმძღვანელი. ,,საქართველოს მემკვიდრეობა’’, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
14:50-15:00- ქვის კონსერვაციის მეთოდოლოგია და მიმდინარე სამუშაოები; ნანა კუპრაშვილი; ქვის კონსერვაციის სამეცნიერო ხელმძრვანელი, სანდრო რუბაშვილი, რესტავრატორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
15:00-15:10- გელათის მონასტრის ტერიტორიის განვითარების გენერალური გეგმა; კახა ტრაპაიძე, ,,საქართველოს მემკვიდრეობა’’ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
15:10-15:20 -მანუალ ფელიქს ვილაფრანკა, საქართველოში ეფტისას წარმომადგენლობის ხელმძრვანელის მოადგილე.
15:20-15:30 - გელათის პროექტის დასკვნითი ეტაპები და ტერიტორიის განვითარების მომავალი გეგმები; მაკა დვალიშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, პროექტის ხელმძღვანელი
15:30-15:45 - კითხვა-პასუხი
სესია უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ დასწრება 28 მარტამდე. ტელ. 2931335, 557895665 ან info@gaccgeorgia.org
პროექტი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისიდან. გასვლა 2017 წლის 30 მარტს 09:00 სთ-ზე ნიკო-ნიკოლაძის ქ., ვერის პარკის მიმდებარე მოედანიდან. მსურველებს ვთხოვთ დარეგისტრირდენ 26 მარტამდე. საკონტაქტო პირი: მაკუნა ჯალაღონია ტელ. 2931335, 557895665 ან info@gaccgeorgia.org