ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს.
თავდაცვის უწყების თანახმად, უკრაინას გენერატორები, ჯავშანტრანსპორტიორების სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალას უახლოეს დღეებში მიაწოდებენ.
როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხცადებაშია აღნიშნული, ლიეტუვის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა 2025 წელს მოიცავს ლეტალურ და არალეტალურ დახმარებას, ჯარისკაცების მომზადებასა და რეაბილიტაციას და ექსპერტთა კონსულტაციებს.