რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის გამოყენება იყო გამაფრთხილებელი სიგნალი კოლექტიური დასავლეთისთვის იმ ფონზე, როდესაც ის მზა დ არის, რუსეთის დასათრგუნად ყველაფერზე წასვლისთვის.
„კოლექტიური დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, აჩვენებს, რომ ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ რუსეთის დასათრგუნად. ამიტომ, ეს გამაფრთხილებელი ზარები, იმ გაგებით, რომ „არც კი იფიქრო“, ვგულისხმობ დარტყმას, რომელიც ჩვენი ახალი რაკეტით იქნა მიტანილი, ძალიან დროულია. ეს იყო მოთხოვნადი და ეფექტური“, - განაცხადა მან.
პესკოვის თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში მართლაც უპრეცედენტო ვითარება შეიქმნა. მისი თქმით, დასავლეთი იქამდე მივიდა, რომ უგულებელყო პუტინის გაფრთხილება, რის გამოც საჭირო იყო რუსეთის ლიდერის ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯები და მკაცრი განცხადებები.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხაად, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკში, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს დნიპროზე დილით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმასაშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა.