რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირების შესახებ. შესაბამისი ე.წ. ხელშეკრულება რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თანდართულ „დოკუმენტებშია“ აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ეს დოკუმენტი ადგენს სამხედრო პროდუქციის მიწოდების წესს.
„თითოეული მხარე აწვდის მეორე ქვეყანას სამხედრო პროდუქციას იგივე მახასიათებლებით და იმავე კონფიგურაციით, როგორც მისი საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის“ - წერს რუსული მედია ე.წ. დელშეკრულებაზე დაყრდნობით.
თავად „შეთანხმება“ ცხინვალში გასული წლის 23 აგვისტოს გაფორმდა.