თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.
“დღევანდელი ქალთა მარშის მთავარი გზავნილი არის იმ საფრთხის გაცნობიერება და დანხვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება. ემიგრაციის ახლაი დიდი ტალღის გაჩენა, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას. დედები, ქალები ამ პრბლემას განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამთ და დღევანდელი მარშით გვსურს, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ყრუ ხელისუფლებას, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დავანახოთ ის საფრთხე, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისგან და გაყალბებული, მოპარული ხმების ფონზე, მძიმე კანონების მიღების ფნზე, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დარჩენის პერსპექტივას ვერ ხედავენ, - განაცხადა. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა.
ფოტო: პუბლიკა