ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველების დაფიქსირებაზე გამოძახებამ იმატა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მაისის თვეში, გველთან დაკავშირებით 109 გამოძახებაა, აპრილის თვეში კი, მხოლოდ 5 გამოძახება იყო.
ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოქალაქეები დაუყოვნელივ უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გველების მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გამოძახებები ფიქსირდება თბილისის ყველა უბნიდან, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან და ძველი საცხოვრებელი სახლებიდან.
ამ დროისთვის, შემდეგი სახეობის გველები არიან დაფიქსირებულები: გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა მცურავი და აგრესიული ნაირფერი მცურავი, ამიერკავკასიური მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, ეირემისი, გველბრუცა, კატისთვალა გველი და ცენგოს ფერი მცურავი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განმარტებით, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.