ფრიდრიხ მერცი, რომელსაც მაისის დასაწყისში გერმანიის კანცლერად დაამტკიცებენ, თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა. იუწყება გამოცემა Welt
გამოცემა ბერლინისა და ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მაისის დასაწყისში მერცის შესაძლო ვიზიტი უკრაინაში მოსამზადებელ ეტაპზეა.
Welt-ის ცნობით, ვიზიტის დრო უნდა დაემთხვეს „მსურველთა კოალიციის“ სამიტს 9 მაისს, რომელიც გაიმართება კიევში, იუწყება
კიევში ასევე ჩავლენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
აღსანიშნავია, რომ მერცი 2024 წლის დეკემბერში უკვე იმყოფებოდა უკრაინაში გერმანიის ოპოზიციის ლიდერის სტატუსით, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეგახსენებთ, გერმანიის მომავალმა კანცლერმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინას გადასცეს Taurus-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტები ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით.