რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კურსკის ოლქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. მათივე მტკიცებით, 109 დრონი გაანადგურეს.
რეგიონულმა მთავრობამ დილით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკი ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული თავდასხმის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც 85 წლის ქალი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა თვითმხილველთა ცნობები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ხანძრის შესახებ. სამი სახლის მცხოვრებლები დროებით სავხოვრებელ პუნქტებში გადაიყვანეს.
ერთ-ერთ კორპუსში ხანძრის შედეგად მე-8 და მე-9 სართული დაზიანდა, მეორეში ხანძარი ერთდროულად ხუთ სართულზე გაჩნდა, მეორეში კი ერთ სართულზე.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად კიდევ სამი კერძო სახლი დაზიანდა. მათივე მტკიცებით, ერთ-ერთი თავდასხმა სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოფარეხზე მოხდა, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა.