ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის ტემპი დაჩქარდა. ამის შესახებ ღებრეისუსმა ჟენევაშ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"კორონავირუსის პირველ დაფიქსირებული შემთხვევიდან 67 დღე დასჭირდა იმას, რომ შემთხვევათა რაოდენობა 100 000-მდე გაზრდილიყო, 11 დღე დასჭირდა კიდევ 100 000 შემთხვევის გამოვლენას და მხოლოდ ოთხი დღე დასჭირდა მესამე 100000 შემთხვევას", - თქვა ღებრეისუსმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს გამართავს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებთან, რათა ერთად იმსჯელონ დამცავი საშუალებების წარმოების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის გზებზე.