უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მოსკოვში „ოსტაფიევოს“ აეროდრომზე რუსული სამხერდრო ვერტმფრენი კა-32 გაანადგურა. იუწყება უკრაინული მედია.
დაზვერვაში განაცხადეს, რომ აეროდრპომი რუეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ექსპლიატაციას უწევს საწარმო „გაზპრომავიასთან“ ერთად, რომელიც „გაზპრომის“ სტრუქტურაში შედის.
უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განმარტებით, განადგურებული საავიაციო ტექნიკა აგრესორი სახელმწიფოს მიერ გამოიყენებოდა რუსეთის საოკუპაციო არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად.