საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს - წერს მიკრობლოგ "ტვიტერზე" აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი.
მისი თქმით, ეს წერილი ორპარტიული გაფრთხილებაა და ნეგატიურ ტრენდებს ეხება.
"ესენია: სამთავორობო ტენდერების პოლიტიზირება, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს საქართველოს მეგობრების წერილია", - წერს კარპენტერი.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა კიდევ ერთ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.