შეერთებული შტატები უკრაინას 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს ამერიკელი მწარმოებლებისთვის იარაღის შეკვეთის ფარგლებში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ 6 მილიარდი დოლარის ფარგლებში პენტაგონი უკრაინისთვის შეუკვეთავს Patriot-ის, NASAMS-ისა და HIMARS-ის სისტემებისთვის კრიტიკულ კომპონენტებს, მეტი უპილოტო აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, 155 მმ-იან და 152 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს. თანხა ასევე გამოყენებული იქნება არსებული ობიექტების მოვლისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.
„ვაშინგტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან უკრაინის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ის, მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს Patriot-ი, აფასებს მას. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ვიმუშაოთ რიგ ქვეყნებთან Patriot-ის დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.