თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
იარაღი ძმას გაუვარდა და მეორე ძმას მოხვდა. ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდათ, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.