Twitter-მა გადაწყვიტა, აკრძალოს ყველა პოლიტიკური რეკლამა თავის პლატფორმაზე - აცხადებს სოციალური ქსელის დამფუძნებელი ჯეკ დორსი.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ პოლიტიკური რეკლამის გავრცელება Twitter-ზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გვჯერა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაშუქება არ უნდა იყოს ნაყიდი", - ამბობს ჯერ დორსი.
მისივე განცხადებით, რეგულაციები ძალაში ამ წლის 22 ნომებრიდან შევა. მიმდინარე სარეკლამო კამპანიები ჩვეულებისამებრ იმოქმედებენ, ვიდრე რეგულაციების ამოქმედებამდე.