ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში იპოვეს სატვირთო, რომელზეც 39 ცხედარი იყო მოთავსებული.
ადგილზე მივიდა პოლიცია. გავრცელებულ ცნობით, სატვირთოს მძღოლი - 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი, დაკავებულია.
დაღუპულთა შორის ერთი მოზარდია. სატვირთო მანქანა ბრიტანეთში ბულგარეთიდან ჩავიდა.
ადგილობრივი პოლიციის დეპარატმენტის უფროსმა ენდრიუ მარინერმა განაცხადა, რომ ცხედრების იდენტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება.
დადგენილია, რომ სატვირთო დიდ ბრიტანეთში კვირას ჩავიდა.
სატვირთოს აღმოჩენის ზონის ირგვლივ პოლიციელთა კორდონი განთავსდა.
მიმდინარეობს განახლება