თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაიღუპა.
„შეტყობინება იყო შემოსული. მაშველებს ადგილზე დახვდათ გარდაცვლილი მუშა, რომელიც მიწის თხრის სამუშაოებს აწარმოებდა და მიწის ქვეშ მოყვა. მიმდინარეობს ცხედრის ამოყვანის სამუშაოები“, – განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.