საქართველოშიუნდა განიხილებოდეს, ისურვებთ თუ არა ნატო-ში მიღებას, ისე, რომ მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას , – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით.
„ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა.
ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე ნატო-ს შიგნით, ეს არის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ნატო გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატო-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, იმ შემტხვევაში თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, ისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი, ამაზე თავად ალიანსმაც უნდა იმჯელოს“, – განაცხადა რასმუსენმა.