ალექსეი ჩეპა, რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არ აღიარებს 2008 წელს რუსეთის ფედეაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
“მოვფრინავდი აქ ქართული ავიახაზებით და თვითმფრინავის მგზავრების 85%-ს რუსები შეადგენდნენ. გამიხარდება, თუ არსად დაიღვრება სისხლი და ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველოს ოკუპაცია ვის მიერ? რუსეთის? ნუ მაცინებთ… რას გულისხმობთ ოკუპაციაში? ვერ ვხვდები, რა ოკუოპაციაზე მელაპარაკებით. რა არის კითხვა? სად არის ოკუპაცია? თქვენ თვითნ იყავით იქ? არ გიშვებენ? არ გსურთ? რუსეთი საქართველოს ხელს არ უშლის. მინდა, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ და დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი”, - განუცხადა “პრაიმტაიმს“ ალექსეი ჩეპამ.