თარიღი    დრო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთის გუნდს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 09:30 01.23.2010 838
23 იანვარს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "ჩელენჯ ტროფის" ფინალურ მატჩს ფინეთის ნაკრებთან ითამაშებს.

ფინალური მატჩისთვის ქართველი ხელბურთელები თბილისში ემზადებოდნენ და ირანის ნაკრებთან ორი ამხნაგური შეხვედრა გამართეს, რომელიც ქართველი ხელბურთელების გამარჯვებით დასრულდა.

ნაკრების მტავარი მწვრთნელის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, ფინალური მატჩისთვის შესაძლებელი გახდა ოპტიმალური შემადგებლობის თავმოყრა.

"საქართველოს ნაკრები ლინცში მხოლოდ ტიტულის დასაცავად იბრძოლებს", - განაცხადა ლინცში განგზავრების წინ მერაბ მეტრეველმა.

ფინალურ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს "ჩელენჯ ტროფის" კონტინენტალურ ტურნირზე იასპარეზებს.

ფინალურ მატში საასპარეზოდ საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგელობით გაემგზავრა: შოთა თევზაძე ("ბაკაუ" რუმინეთი), გაგა სამყურაშვილი ("სტუ-შევარდენი"), სერგო დათუკაშვილი ("გორენიე" სლოვენია), ვლადიმერ რუსია ("ოდორჰესი" რუმინეთი), რატი მსხვილიძე ( "მეტალოპლასტიკა" სერბეთი), რევაზ ჭანტურია ("მეტალურგი" მაკედონია), ირაკლი ჩიქოვანი ("მეტალოპლასტიკა" სერბეთი), ილია გოგალაძე ( სტუ-შევარდენი), უჩა მაისურაძე ("თბილისი"), აკაკი ტალახაძე (სტუ-შევარდენი), ამირან ყიფიანი ("სტუ-შევარდენი"), ტიტე კალანდაძე ("თბილისი"), სერგეი კირილოვი ("პოდლაშკა" პოლონეთი), ოთარ ამირანაშვილი ("თბილისი").

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მატჩის ნახვის საშუალება გულშემატკივარს შეეძლებათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე www. eurohandball.com




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%